„მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ – მწერალთა სახლში თომას ვულფის რომანის წარდგენა გაიმართება

15 იანვარს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ამერიკელი მწერლის თომას ვულფის ეპოქალური რომანის – „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ – წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ქართულად თარგმნილია თომას ვულფის მოთხრობები და რამდენიმე ესეი, რომანი კი პირველად ითარგმნა.
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ.
ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის – თომას ვულფის რომანი „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ გვიამბობს ჩრდილოეთ კაროლინის პატარა ქალაქში მცხოვრები განტების ოჯახის ამბავს და აღწერს მთავარი გმირის, იუჯინ განტის ცხოვრებას დაბადებიდან 20 წლამდე. მწერალი განსაკუთრებულად მძაფრად და ემოციურად აღწერს მორცხვი, მდიდარი წარმოსახვის, გამორჩეული ბიჭის ცხოვრებას პატარა ქალაქში, მის განცდებსა და ტკივილებს, მარტოობასა და სწრაფვას, გაექცეს სინამდვილეს, საკუთარ ოჯახს და სადღაც შორს ჰპოვოს ბედნიერება.

თომას ვულფი: „მწერალი იმიტომ წერს წიგნს, რომ დაივიწყოს, მკითხველი იმიტომ კითხულობს, რომ დაიმახსოვროს“.

ეს წიგნი მკითხველს არასდროს დაავიწყდება. ვულფის გამაოგნებლად მოზღვავებული გრძნობები, გულისშემძვრელი ეპიზოდები, პოეტური პასაჟები, უაღრესად მეტყველი ენა განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს მის რომანებს.

მისამართი: ივანე მაჩაბლის ქ. N13.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები