ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკა გაიხსნება

15 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეორვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, დარბაზში განთავსდება ყველაფერი კინოს შესახებ. აქ იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა, აფიშები, ბუკლეტები, ფლაიერები და სხვა.
„აქ მოსულ მკითხველს არც ისე ბევრი, მაგრამ ძალიან საინტერესო ინგლისურენოვანი გამოცემები და მყუდრო სამუშაო სივრცე დახვდება. მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება გამოცემების ნუსხა. მანამდე კი, თუ სურვილი გექნებათ, ის რაც გემეტებათ – კინოპოსტერი, ბუკლეტი, ფლაიერი და ა.შ. მოგვაწოდეთ და დაურთეთ თქვენი სახელი. თქვენ მიერ მოწოდებული მასალები დარბაზში განთავსდება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები