კატარის უნივერსიტეტში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ოფიციალური ვიზიტით კატარში იმყოფებოდა.
„ვიზიტის ბოლო, ფინალური და უმნიშვნელოვანესი ამბავი – დღეიდან კატარის უნივერსიტეტში ქართული ბიბლიოთეკა იქნება – ქართულენოვანი წიგნებითა და გამოცემებით საქართველოს შესახებ ინგლისურ ენაზე (ასამდე ერთეული), ასევე ქართული თხზულებები არაბულად და ლექსიკონები.
გილოცავთ!
სპეციალური მადლობა საქართველოს საელჩოს შესანიშნავ გუნდს!
მადლობა მხარდაჭერისთვის „პალიტრა L“-სა და სულაკაურის გამომცემლობებს“,- აცხადებს გიორგი კეკელიძე.