„უფლის ჩიტები ჭილის ქუდიდან“ – მანანა დაბახიშვილის პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება

12 იანვარს, 16:00 საათზე „სენვიში“ მანანა დაბახიშვილის წიგნის – „უფლის ჩიტები ჭილის ქუდიდან“ წარდგენა გაიმართება. წიგნი „ინტელექტმა“ გამოსცა.
ნინო სადღობელაშვილი: „მანანა დაბახიშვილის ლირიკული პოეზია კარგად ნაცნობი და მივიწყებული მელოდიის რემიქსს მოგაგონებთ, რომელსაც, ძველ ლაზათთან ერთად, განახლებული და აქამდე უცნობი ტონალობებიც ერთვის და მკითხველამდე/მსმენელამდე თვითმყოფადი ენერგიით აღწევს.
სამშობლოს წარსულის რომანტიზმი – მასზე წუხილი და სიხარული; სიყვარული, როგორც ყოფის საიდუმლოს ჭვრეტა; გარესამყაროს „მოპატიჟება“ შინაგან კოსმოსში, მისი ჩართვა ადამიანურ დიალოგში; ბუნების – ამ თავდაპირველი კარის შეღება ცხოვრების კარნავალში – ეს თემები პოეტის კამერტონებია, მათზეა აგებული ეს პოეზია, ეს მუსიკალური ლინგვისტური აკორდები.
რამდენიმე ლექსმა შესაძლოა, აგამღეროთ კიდეც, ბევრი ისედაც დაგამახსოვრებთ თავს. პოეზიის საიდუმლოც ხომ ესაა – ისე განაცდევინოს მკითხველს თავი, როგორც მისივე საკუთარი სათქმელი. ამით მკითხველიც განიცდის ბედნიერებას და პოეზიაც რჩება მუდმივად ცოცხალი, ნაღდი და გულწრფელი“.

მის: ფალიაშვილის 15.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები