ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო საკვირაო სკოლის აღსაზრდელებისთვის საზეიმო მიღებას უმასპინძლებს

12 იანვარს 14:00 საათზე, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო და მასთან არსებული საკვირაო სკოლა, შობა-ახალ წელთან და საკვირაო სკოლის ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით,  ყველა პატარას და მათ მშობლებს იწვევს საქართველოს საელჩოში საზეიმო მიღებაზე. „მიღების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებს ქართული ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი „შარა“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ანსამბლის თითოეულ წევრს, ასევე ხატია ხაბულიანს და ორგანიზაცია „იმედს“, მაია ადუაშვილს და „ბაგრატიონის საზოგადოებას“, – აღნიშნულია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები