მესტიაში, იფხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ა(ა)იპ „კავშირი ძველი საქართველოს“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წელს ა(ა)იპ „კავშირი ძველი საქართველოს“ ხუთკაციანმა სარესტავრაციო ჯგუფმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფხში, იფხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები განახორციელა. სარესტავრაციო სამუშაოებს დავით გაგოშიძე ხელმძღვანელობდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანებულ კედლის მხატვრობაზე გატარდა ყველა ის საკონსერვაციო ქმედება, რაც განსაზღვრული იყო კვლევის შედეგად. სამუშაოების უმეტესობა მიმართული იყო მოხატულობის გრძელვადიანი დაცულობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
საკონსერვაციო სამუშაოები შესრულდა როგორც ეკლესიის ინტერიერში, კედლებზე, კამარასა და კანკელზე, ასევე ექსტერიერში არსებულ საფასადე მხატვრობაზე.
ფიზიკური სამუშაოები განხორციელდა წინასწარ განსაზღვრული თანამიმდევრობით (გარკვეული სამუშაო პროცესების ჩატარება მოხდა პარალელურ რეჟიმში):

  • ზედაპირული მტვრის მოცილება;
  • ფრინველის სკორესა და ბუდეების მოცილება;
  • მოხატულობის მექანიკური გაწმენდა და აფურცლული და გაფხვიერებული საღებავის ფენის გამაგრება;
  • საფუძველს მოცილებული ბათქაშის წინასწარი გამაგრება და ინექტირება;
  • ბათქაშის ქიმებისა და ნაკლული ადგილების გამაგრება;
  • ცემენტის მოცილება;
  • ჭვარტლისა და გვიანი ჩარევების მოცილება;
  • ვანდალური წარწერების ჩაქრობა;
  • ბიოლოგიური დაზიანების დამუშავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები