ბერლინში ნათია თოდუას პირველი სოლოკონცერტი გაიმართება

 ვოკალური შოუ THE VOICE OF GERMANY-ს მეშვიდე სეზონში გამარჯვებული ნათია თოდუა  ბერლინში პირველ სოლოკონცერტს 10 იანვარს გამართავს.
ამის შესახებ ქართველმა მომღერალმა ფეისბუქგვერდზე დაწერა.
მომღერალი კონცერტზე შეასრულებს სიმღერებს ახალი ალბომიდან  – Miss you.
კონცერტის ორგანიზატორების თქმით, „გერმანელ მაყურებელს ნათია თოდუას ბლუზ-სოულის სტილის სიმღერები მოენატრა“.
კონცერტი  ფონდ Starke-ს მხარდაჭერით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები