„ბავშვები მწერალთა სახლში“ – ლიტერატურულ პერსონაჟებთან შეხვედრები განახლდება

11 იანვარს, 13:00 საათზე, მწერალთა სახლში, ვასილ გულეური ბავშვებს თოვლის გუნდას თავგადასავალს გააცნობს.
„ბავშვებო, იცნობთ თოვლის გუნდას? ამ ფუმფულა, მხიარულ და ზოგჯერ ცოტა სევდიან პერსონაჟს? იცით, რომ მასაც ძალიან უნდა მეგობრები ჰყავდეს? იპოვა კიდეც და უამრავი საინტერესო ამბავი გადახდა თავს. თქვენც დაუმეგობრდით და მასთან ერთად იმხიარულეთ.
ახალი წლიდან კვლავ გელით მწერალთა სახლში წიგნებზე სასაუბროდ და ლიტერატურულ პერსონაჟებთან შესახვედრად. ამჯერად სწორედ თოვლის გუნდას გაგაცნობთ“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
შეხვედრები „ბავშვები მწერალთა სახლში” იმართება შაბათობით, 13:00 საათზე.
შეხვედრებს უძღვება საბავშვო მწერალი ვასილ გულეური.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები