ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, ქარელის მუნიციპალიტეტში, არადეთის ციხის  სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე, სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. არადეთის ციხეზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სარესტავრაციო პროცესი, რომელიც შპს „ბედეკი WESTI“-მ განახორციელა, არქიტექტურული კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის, შუა ბურჯისა და აღმოსავლეთის გალავნის აღდგენას მოიცავდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, რიყის ნარჩევი ქვებით კირ-დუღაბის ხსნარზე აგებულ საფორთიფიკაციო ნაგებობა თითქმის სრულად იყო ჩამოშლილი. უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა შემორჩენილი ფრაგმენტებიც.
სარესტავრაციო პროცესის მიმდინარეობისას შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები:
გალავნის კედელი, მისი აღმოსავლეთის და დასავლეთის მხრიდან გათავისუფლდა ნაყარი მიწის მასისგან;
მიწისა და ნაშალისაგან გაიწმანდა კომპლექსის კოშკების პირველი სართულების ინტერიერი;
საკონსოლიდაციო სითხით ინექტირდა კომპლექსის სტრუქტურის ვიწრო ბზარები;
ციხის ინტერიერსა და ფასადებზე სრულად აღდგა მოშლილი საპირე წყობები;
ავთენტური ფორმის სათოფურებითა და ღიობებით რესტავრირდა ჩამოშლილი კედლის საპირე წყობა;
სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის ზედა სეგმენტზე მოეწყო ნახევარწრიული ქონგურები;
შეიცვალა ღიობების თავზე არსებული დაზიანებული ხის ზღუდარები;
მე-II, მე- III და ბანის სართულზე მშრალი ხის მასალისაგან მოეწყო ფიცრის იატაკი;
მოეწყო სართულებზე ასასვლლელი 3 ხის კიბე;
კოშკის ინტერიერი, ფასადები და გალავნის კედლები გამოილესა კირ-დუღაბის ხსნარით;
დამზადდა და მოეწყო ხის კარის ბლოკი ნაჭედი ელემენტებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები