ზღვისუბანში ესტრადის ცნობილი ვარსკვლავების კონცერტი გაიმართება
12 იანვარს, 17:00 საათზე, ზღვისუბანში ესტრადის ცნობილი ვარსკვლავების კონცერტი გაიმართება,
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კონცერტში თბილისის ორკესტრის ,,ბიგ ბენდი“ მონაწილეობს. სოლისტები: მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი, ვასილ დოლიძე.
კონცერტი დასრულდება ფეიერვერკით.
მის: ზღვისუბანი (ყოფილი თემქა), ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ შადრევნიან სკვერში.