გიორგი კეკელიძემ ყატარის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
9 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ყატარის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ყატარის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა სოჰაირ ვასტავიმ.
„დიდი და ისტორიული ამბავი დოჰადან: დღეს საქართველოსა და ყატარის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელი დოკუმენტს ჩემს კოლეგასთან, სოჰაირ ვასტავისთან ერთად მოვაწერე. ეს ჩვენი პირველი შეთანხმებაა ამ რეგიონის ქვეყნებთან და უამრავ პერსპექტივას გულისხმობს, მათ შორის უახლოეს მომავალში ყატარის ბიბლიოთეკის ფანტასტიკურ დარბაზში ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოფენას.
დიდი მადლობა შესანიშნავად გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს საელჩოს ყატარში და ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს“- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.