გია ვოლსკი: არჩევნების გაყალბება, “ნაცმოძრაობასთან” ერთად წარსულს ჩავაბარეთ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას, რომ ერთთვიანი ქაღალდის ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა არ მოხდეს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნების გაყალბება “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად წარსულს ჩაბარდა.
“ნაცმოძრაობის და მათი ფილიალების მოთხოვნა და მათი ბრალდებები ამ საკითხებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. იმის რეალობა რომ არჩევნები გაყალბდეს, მით უმეტეს დაიბეჭდოს თუ გამოყენებულ იქნეს არაუკანონოდ დაბეჭდილი პირადობის მოწმობები, მათთან ერთად ჩავაბარეთ წარსულს,”- განმარტა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, რომ ერთთვიანი დროებითი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა არ მოხდეს. პარტია ლამინირებულ პირადობის მოწმობებში, არჩევნების გაყალბების საფრთხეს ხედავს.