9 იანვრიდან კლინტ ისტვუდის „რიჩარდ ჯიუელის საქმის“ საპრემიერო ჩვენებები იწყება

9 იანვრიდან კინო „ამირანში“ კლინტ ისტვუდის ფილმის „რიჩარდ ჯიუელის საქმე” საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
„რიჩარდ ჯიუველის საქმე“ ისტვუდის ბოლო ნამუშევარია, რომელიც 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარ რეალურ ისტორიას ეფუძნება.
ფილმში მთავარ როლებს პოლ ვოლტერ ჰაუსერი, ოლივია უაილდი, ოსკაროსანი სემ როკველი და კეტი ბეიტსი ასრულებენ.
„რიჩარდ ჯიუველის საქმეს” კლინტ ისტვუდის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ასახელებენ.
კეტი ბეიტსი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ოქროს გლობუსზეა” ნომინირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები