გორის მაგისტრალზე აჭარის ტელევიზიის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა (ფოტო)
ცოტა ხნის წინ, გორის მაგისტრალზე ოგოეთთან, აჭარის ტელევიზიის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. ავტომობილი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მანქანაში აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ჯემალ გვენეტაძე იმყოფებოდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც მაუწყებელში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს ჯემალ გვენეტაძე თბილისში სამსახურეობრივი მივლინებით მიემგზავრებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა უკვე ჩაქრეს. გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით მოპყრობას გულისხმობს.