შოვში „თოვლის ფესტივალი“ მესამედ გაიმართება

 11 იანვარს,  შოვში „თოვლის ფესტივალი“ მესამედ გაიმართება.
„11 იანვარს, Snow-ელები ვემზადებით თქვენთან შესახვედრად
თუ სასიამოვნო მუსიკის მოსმენა გინდა, მოდი ფესტივალზე, შენს მუსიკალურ განწობაზე ნათია დუმბაძე & Groovers band იზრუნებეს.
„თოვლის ფესტივალზე“ დაუკრავს „AKC“ .
„AKC“ იგივე ალექსანდრე კოპალიან-ჩიქოვანს რაჭაში უკვე კარგად იცნობენ, მან 2018 წლის ფესტივალზე დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა.
ახალგაზრდა არტისტი ოთხ წელზე მეტია რეტრო და ტექნომუსიკის ნაზავით ჟღერად და მსუბუქ მუსიკას ქმნის.
ჩვენი წამყვანი და ანიმატორები მთელი დღის მანძილზე შემოგვთავაზებენ უამრავ სახალისო აქტოვობას და მათში ყველა ჩვენგანის ჩართულიბა აუცილებელი პირობაა, რათა რაჭაში თქვენი სტუმრობა დაუვიწყარ მოგონებად იქცეს.
ჩვენს სპონსორს, სასტუმრო „სანსეტ შოვს“, რომელიც შოვში მდებარეობს, სასიამოვნო შეთავაზება აქვს ფესტივალის სტუმრებისთვის.
მოდი ფესტივალზე, მოუსმინე სასიამოვნო მუსიკას, გაერთე ჩვენთან ერთად და დააგემოვნე გემრიელი კერძები.
ფესტივალი ტრადიციულად დასრულდება ფოიერვერკით.
დასწრება ფასიანია და ბილეთის ღირებულება შეადგენს ათ ლარს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები