ვლადიმირ პუტინი თურქეთში იმყოფება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თურქეთში ჩავიდა, სადაც თურქ კოლეგასთან მოლაპარაკებას გამართავს.

გარდა ამისა, დღეს გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ ექსპლუატაციაში შეყვანის ცერემონია გაიმართება.

რაც შეეხება რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას, ორის ქვეყნის ლიდერი თანამშრომლობას და საერთაშორისო თემატიკაზე ისაუბრებენ, მათ შორის სირიისა და ლიბიის ვითარებაზე.

კერძოდ, თურქეთის ლიდერი პუტინთან იდლიბში დაზავებასთან დაკავშირებულ ზომებსა და სირიის საკითხზე რუსეთ-თურქეთის მემორანდუმს განიხილავს.

ასევე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინი და ერდოღანი აშშ-ირანის ურთიერთობის ესკალაციის საკითხზე გაამახვილებენ ყურადღებას.

აღსანიშნავია, რომ პუტინი თურქეთში სირიიდან ჩავიდა, სადაც 7 იანვარს ბაშარ ასადს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები