აიათოლა ჰამენეი: გასულ ღამეს ამერიკას სილა გავაწანით
ირანის მიერ ერაყის მისამართით განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს, ირანის ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი პირადად ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ირანის გუშაგთა კორპუსზე დაყრდნობით ავრცელებს.
აიათოლა ირანის ოპერაციების მართვის შტაბში იმყოფებოდა.
დღეს, კი, აიათოლა ქალაქ ქუმში შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ აშშ-სთვის პასუხის გაცემა შეძლო.
„ამ ღამით მათ სილა გავაწანით“,-თქვა ჰამენეიმ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ირანის ქმედება ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ვაშინგტონის მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია, რომლის დროს გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.
„ეს პასუხი მათ მიერ ჩადენილი ქმედების ექვივალენტური არ იყო“,-აღნიშნა ჰამენეიმ.
აიათოლამ გამოსვლა ცოტა ხნით მას შემდეგ გაწყვიტა, რაც შეკრებილებმა დაიწყეს სკანდირება „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“.
„მტრები – ამერიკა და ისრაელია და მათი უცერემონიო სისტემა“,-დასძინა აიათოლამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თეირანს ბირთვული პროგრამა სჭირდება, რადგან მასზე უარის თქმა “ამერიკის დომინირებას გამოიწვევს“.