ამერიკულ ავიაკომპანიებს ირანის და ერაყის თავზე ფრენა აუკრძალეს

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ, ქვეყნის ავიაკომპანიებს ერაყის, ირანის, ომანის სრუტეს და ირანსა და საუდის არაბეთის წყლების თავზე, ფრენები აუკრძალა.

შეზღუდვა ირანის მიერ ერაყში განლაგებული ამერიკის სამხედრო ბაზების მისამართით გვიან ღამით გაშვებული 22 ბალისიტკურ რაკეტას უკავშირდება.

ავიაიერიშის შედეგად, მედიის ინფორმაციით, 80 ადამიანია დაღუპული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა ისინი ამერიკელი სამხედროები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები