ირანში ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანში, ბუშერის პროვინციაში ატომურ ელექტროსადგურთნ „ბუშერთან“ ახლოს 4,9 და 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ორივეჯერ მიწისქვეშა ბიძგები 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები