ჭიათურაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ჭიათურაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ პაციენტის შემთხვევაში სეზონური გრიპის შემთხვევას არ ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჭიათურაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ვირუსული სიმპტომებით გადაიყვანეს.

როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს და შეყვანიდან საათნახევარში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები