ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი
ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯუმის თემში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, არის დაშავებულიც, რომელიც სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით ადგილობრივ სამედიცინო დაწესეებაშია გადაყვანილი. დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.