სალომე ზურაბიშვილი: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია, ამაზე კომენტარები აღარ იქნება

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმეზე კომენტარები აღარ იქნება.

“ყველაფერი რაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეხება, მე გუშინ განცხადებაში ვთქვი და არ ვაპირებ არცერთი ზედმეტი სიტყვის თქმას ამასთან დაკავშირებით. იქ ყველა სიტყვა გასაგებია, გადაწყვეტილება მიღებულია და ამაზე კომენტარები აღარ იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ, 5 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები