ხულოში ტრადიციული საშობაო მსვლელობა “ალილო” გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხულოში ტრადიციული საშობაო მსვლელობა “ალილო” გაიმართა.

მსვლელობა დაბა ხულოს ქუჩებში მოეწყო. სადაც, ალილოს მონაწილეებმა გზად ნობათი და ტკბილეული შეაგროვეს.

ალილოს მონაწილეები შეგროვებულ ნობათს სახანძრო-სამაშველოს, პოლიციას, საავადმყოფოსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიუტანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები