თავდაცვის მინისტრი საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო (ვიდეო)

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საშობაო ლიტურგიას უწყების მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.
​მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. წირვას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ლიტურგიის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილმა მრევლმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები