„ფაბრიკაში“ მედიაწიგნიერების ფორუმი გაიმართება

10 იანვარს, 16-დან 19 საათამდე, მედიის განვითარების ფონდისა და ფაქტების გადამოწმების პორტალის „მითების დეტექტორის“ ორგანიზებით, „ფაბრიკაში“ მედიაწიგნიერების ფორუმი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გაიმართება ონლაინთამაშები და გათამაშდება პრიზები. ღონისძიების ბოლოს 2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის და ქვიზების კონკურსში სხვა გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.

პროგრამა:
16:00 – 16:30 – სემინარი: გეოლოკაციის მეშვეობით ინფორმაციის გადამოწმება;
16:30 -17:00 – სემინარი: ტროლების იდენტიფიცირება;
17:00 – 18:00 – ონლაინთამაშის ბაზრობა;
18:00 -18:30 – ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევა;
18:30 -19:00 – დაჯილდოების ცერემონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები