გალში გადახდის ტერმინალის გაქურდვის ბრალდებით კატალანძე ჯემალი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში გადახდის ტერმინალის გაქურდვის ბრალდებით, გალის რაიონის მკვიდრი, 2000 წელს დაბადებული კატალანძე ჯემალი დააკავეს.

ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა 2019 წლის 24 დეკემბერს მოხდა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა მაღაზია „თამუნაში“ შეაღწიეს, გადახდის ტერმინალი მოიპარეს, შემდეგ გატეხეს და ფული წაიღეს.

ე.წ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

კატალანძეს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დანარჩენი პირების დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიება ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები