რიმა ბერაძის ინიციატივით, იაპონიაში საქართველოს დესპანმა ჩუღურეთელ ბავშვებს დამდეგი შობა მიულოცა

დღეს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ ბავშვებს დამდეგი შობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„ჩუღურეთის რაიონში საახალწლო კვირეული გრძელდება. ამჯერად იაპონიაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობასთან ვითანამშრომლეთ და ჩუღურეთელ ბავშვებს დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. მადლობას ვუხდი თეიმურაზ ლეჟავას ბავშვების გახარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი პრინცმა იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელმაც გამოთქვა. ჩუღურეთში საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ძველით ახალ წლამდე კიდევ მრავალი ღონისძიება გაიმართება“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით გამართულ ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, დესპანის მეუღლე ანა სიჭინავა და ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელი ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა ბავშვებს დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები