„ნიკოლოზ რაჭველსა და მსოფლიოს შედევრებს“ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს
7 იანვარს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მუსიკალური საღამო – „მსოფლიოს კინომუსიკის შედევრები“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოს მსვლელობისას ნიკოლოზ რაჭველი გაიხსენებს ჩარლზ ჩაპლინს, ფედერიკო ფელინსა და ნინო როტას, მიშელ ლეგრანს, ენიო მორიკონესა და სხვა დიდ ავტორებს. შესრულდება ქართული კინომუსიკაც, მათ შორის გია ყანჩელის „ის აქ არის“ ფილმიდან „შერეკილები“.
„მსოფლიო კინომუსიკის შედევრები „მეხსიერების ბარათი“, მაყურებელთა დასწრებითა და პოპულარობით, 2014 წლიდან დღემდე უპრეცედენტოა.
კინომუსიკის პარალელურად, ეკრანი ეთმობა მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმების ფრაგმენტებსა და ლეგენდარულ კინომოღვაწეებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – ნიკოლოზ რაჭველი;
სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე (მეცო-სოპრანო), გიორგი ცაგარელი (ალტი), გიორგი შამანაური (საყვირი), რეზო კიკნაძე (საქსოფონი), სცენარის ავტორი და პროდუსერი – თეონა ჯორბენაძე, ვიდეოინსტალაციები: ლევან კუხაშვილი, დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე, გენერალური მენეჯერი – ნინო ნახუცრიშვილი.