ვის შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი საშობაოდ – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

ვის შეიწყალებს საქართველოს პრეზიდენტი და იქნება თუ არა მათ შორის ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯერჯერობით უცნობია.

დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ფაქტობრივი გარემოებებით პრეზიდენტი დეკანოზს არ შეიწყალებს.

“ჩემი შეფასებით და ფაქტობრივი გარემოებებით პრეზიდენტი არ შეიწყალებს დეკანოზს. გარკვეულ პირებს, როგორც საპატრიარქოში, ისე საერო პირებს, ნამდვილად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა, რადგან მათ მიმართ საზოგადების მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა იქნება დასმული. ეს არის კარგად დაგეგმილი ფინიში,” – განმარტა რამიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, სინოდმა გადაწყვეტილება 2019 წლის 31 ოქტომბერს მიიღო და მისი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები