ვარკეთილში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 59 წლის ქალი გარდაიცვალა
ვარკეთილში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 59 წლის ქალი გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროშიც, მათივე განცხადებით ქალის გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია, თუმცა შესაძლოა მიზეზი სწორედ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.