გიორგი გახარია: ვულოცავ დაბადების დღეს ილია მეორეს, მისი ღვაწლი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს იუბილეს ულოცავს.
”უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია.
მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლის და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”,- ნათქვამია გიორგი გახარიას მილოცვაში.
შეგახსენებთ, დღეს ილია მეორეს 87 წელი შეუსრულდა.