არჩილ თალაკვაძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!
თქვენ მთელი სიცოცხლე მიუძღვენით ღვთისმსახურებას, სამშობლოს და ხალხს, რწმენის აღდგენას და გაძლიერებას, სულიერი ტაძრის მშენებლობას, რომელიც გვაერთიანებს. თქვენი მოღვაწეობა ძლიერი მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის!
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!“ – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.
შეგახსენებთ, დღეს ილია მეორეს 87 წელი შეუსრულდა.