აბასთუმანში მგელმა ცხენი შეჭამა

აბასთუმანში ნადირმა ერთი ცხენი დაგლიჯა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება.

შემთხვევა დღეს მოხდა. ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში ადგილობრივი გერა კარკაძე ავრცელებს.

“კურორტ აბასთუმანში, კერძოდ ობსერვატორიაში, მოსახლეობასთან სიახლოვეში მყოფი, სატურიზმო ცხენი შეეწირა მგლების ხროვას. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება. მოთოვს თუ არა მოსახლეობაშიც დაიწყებენ იცოდეთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს ალბათ მეათე იქნება”, – წერს გერა კარკაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები