გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საშობაო კონცერტი და ფილმის ჩვენება გაიმართება

8 იანვარს, 20:00 საათზე, კინო „ამირანში” გია ყანჩელს გაიხსენებენ – საშობაო კონცერტი და კინოჩვენება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შესრულდება გია ყანჩელის მელოდიები ახალი თაობის ვარკვლავების მონაწილეობით, ნაჩვენები იქნება მაესტროს შესახებ გადაღებული თეონა ჯორბენაძის ფილმი – „სევდის ანგელოზები”.
საშობაო კონცერტში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ცაგარელი, ცოტნე ზედგინიძე, ლიზა ბაგრატიიონი, ნუცა თოფურია, გიორგი გიგაშვილი, სადრო ნებიერიძე, ანნა ჭანია, სანდრო გეგეჭორი, ნანუკა გოლიაძე, ანასტასია აღლაძე, რეზი მარშანია.
დირიჟორი ვახტანგ ერქომაიშვილი.
„სევდის ანგელოზები” გადაღებულია გია ყანცელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკონცერტო ტურნეს პარალელურად.
„ისტორიები, რომლებიც არასდროს მოგისმენიათ, კადრები, რომლებიც არასდროს გინახავთ. ფილმი მოგვითხრობს ხელოვანზე, ვისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი ღირებულება თავისუფლება იყო და სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლებისათვის მებრძოლ უკომპრომისო პიროვნებად დარჩა”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ფილმში მონაწილეობენ: გიდონ კრემერი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები