გურჯაანის პურის საცხობში მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა
სოფელ გურჯაანის პურის საცხობში მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა.
მამაკაცები უგონო მდგომარეობაში პურის საცხობში იპოვნეს. ამჟამად ისინი გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტალის” კლინიკაში იმყოფებიან.
მედიკოსები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება 60 და 35 წლის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ რეანომობილით თბილისში გადაიყვანენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.