საბავშვო სპექტკლის – „ჯადოსნური ღამის“ პრემიერა გაიმართება

 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 იანვარს, 17:00 საათზე, მოძრაობის თეატრში პრემიერაა. საბავშვო სპექტაკლი „ჯადონსური ღამე“ დაიდგმება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლში გადმოცემულია შეყვარებული წყვილების სხვადასხვა ისტორია. ბაღში ახლად გაცნობილ წყვილს დაკარგული შინაური ცხოველები უბრუნდებიან. ახალგაზრდა მეზობლებს ერთმანეთი უყვარდებათ. მომღერალი გოგო სიმღერის კონკურსში იმარჯვებს. ახალი წლის ღამეს ყველა სურვილი ხდება.
რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე; კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია; მხატვარი: ანი მასხარაშვილი; ქორეოგრაფი ლაშა რობაქიძე. როლებში: ეკატერინე გაბაშვილი, ჯონათან როუსელი, ნინიკო ავალიანი, ვიქტორია კოსოვა, თაზო კიკალიშვილი. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები