„თოვლივით სპეტაკი სულის გუდამაყრელების სახელით ვულოცავთ სრულიად საქართველოს დამდეგ 2020 წელს!“

მერის წარმომადგენელი გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მალხაზ წიკლაური ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვყნებს და საქართველოს გუდამაყრიდან ახალ წელს ულოცავს:
„ცაში ავარდნილი მთებიდან, მტვერმიუკარებელი ფრიალოების და მოუხელთებელი ქარის სამეფოდან, თოვლივით სპეტაკი სულის გუდამაყრელების სახელით ვულოცავთ სრულიად საქართველოს დამდეგ 2020 წელს!
სიხარულის, სიკეთის, სათნოების, სიყვარულის, სიუხვისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ყველა ქართველისათვის.
მარადიული ცეცხლით ენთოს თქვენი ჯიშ-გორის საგვარეულო კერა!
ენამზიანობდეს ღვთის საგალობელი ქართული ენა…
ფოლადიანობდეს თქვენი მარჯვენა…
ყველა ოჯახში ირწეოდეს აკვანი და სიყვარულით შენდებოდეს დაცლის პირას მისული სოფლები.
უფლისა და ღვთის მადლით, ცის ნამის მადლით, მიწის ბარაქის მადლით, ხარის ქედის მადლით, ცხვრის ბარაქის მადლით, ვაჟკაცის გამრჯე მარჯვენის მადლით, დედის მანდილის მადლით გლოცავთ სიყვარულის ხეობა – გუდამაყარი“! – წერს მალხაზ წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები