ორბელიანის მოედანზე ნიკა მაჩაიძის (nikakoi) კონცერტი გაიმართება

3 იანვარს, 20:00 საათზე, ორბელიანზე ნიკა მაჩაიძე (nikakoi) დაუკრავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი საახალწლო დღეების ფარგლებში გაიმართება.
ორბელიანის მოედანი (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) ყოველდღე სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას – საშობაო მარკეტს, ადგილობრივ კერძებს, საბავშვო პროგრამებს…  მასპინძლობს.
სამუშაო დღეებში – 14:00 – 20:00, ხოლო შაბათ-კვირას – 12:00 – 21:00 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები