ილია მეორემ ვაჟა გაფრინდაშვილს უმასპინძლა (ფოტოკოლაჟი)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს.
შეხვედრაზე ქართველი მოჭიდავეებიც იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.