ზუგდიდის სასამართლომ ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ ანა არონიას შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

თავად ბრალდებული გირაოს ითხოვდა 1000 ლარის ოდენობით.

როგორც სასამართლო სხდომაზე სორდიამ განაცხადა, ის მეუღლეზე სისტემატიურად არ ძალადობდა.
მისივე თქმით, ბავშვებმა დედა დაკარგეს და მამის ციხეში ყოფნა არ შეიძლება, რადგან ისინი სტრესულ მდგომარეობაში არიან.

ცნობისთვის, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. 29 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები