ზიმბაბვეს მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს

ზიმბაბვეს მოსახლეობის ნახევარი შიმშილს ებრძვის,- განაცხადა ზიმბაბვეში გაეროს მსოფლიო საკვები პროდუქტების პროგრამის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ, ნილს ბალცერმა.

მისი თქმით, ქვეყანაში შიმშილობის პრობლემა გვალვას უკავშირდება, და პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სამუშაო ტარდება.

WFP ზიმბაბვეს 4,1 მლნ ადამიანს დაეხმარება.

შიმშილობის პრობლემა ქვეყნის 5,5 მლნ ადამიანს ეხება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება კლებულობს და პირუტყვი იღუპება.

ამასთან, ქვეყნის 2,2 მლნ ადამიანი წყლის უკმარისობის პრობლემასაც აწყდება.

პრობლემას ასევე ართულებს ისიც, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ჰიპერინფლაციის ​ფონზე საკვები პროდუქტები ძალიან ძვირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები