2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საქართველოს შიდსის ცენტრში 668 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
“2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საქართველოს შიდსის ცენტრში 668 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა”, – ამის შესახევ “კვირას” ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს.
რაც შეეხება 2018 წელს, მათივე ინფორმაციით შიდსის ცენტრში, გასულ წელს, სულ 672 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
“საქართველოს შიდსის ცენტრში სულ რეგისტრირებულია 8102 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6047 – მამაკაცია და 2055 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 5003 პაციენტს განუვითარდა, 1635 გარდაიცვალა. 30 ნოემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5031 (4463 + 568 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.1 % (3088) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.2 % (3905) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (910) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (108) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (38) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2992 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1129; შემდეგ იმერეთში 977; აჭარაში 908; აფხაზეთში (524); კახეთში (398) ქვემო ქართლში (466); შიდა ქართლში (296); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (107) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 114 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 – ვაჟი და 44 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან; შიდსის ცენტრი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მუშაობას 2020 წლის 3 იანვარს განაახლებს. სატელეფონო ცხელი ხაზი: 239-80-18: facebook: შიდსის ცენტრი. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გილოცავთ ახალ წელს! ჯანმრთელობა, წარმატება და ბედნიერება გვისურვებია…” , – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სტატისტიკაში.