გორის მერმა მოსახლეობას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტს 4 მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჰქონდა: ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული მიმართულებებისა და სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობა. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის 50%-ზე მეტი, მოხმარდა ინფრასტრუქტურის განვითარებას. გზები, გარე განათება, საბავშვო ბაღების, სკოლების სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაციას. ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადანაწილდა
‘’მალე შემობრძანდება ახალი 2020 წელი. მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.
ახალი წლის დადგომამდე შევაჯამე მიმდინარე წელი და მოსახლეობას წარვუდგინე გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა თანამონაწილეობისთვის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშეც ვერ შევძლებდით ამდენი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.
იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთობით
თვითმმართველობის საქმიანობაში და ადგილობრივი ბიუჯეტის თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგების საშუალებასმოგვცემთ.
მადლობა მხარდაჭერისთვის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გორის მერიისა და მუნიციპალური ორგანიზაციების (აიპების) თანამშრომლებს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის რომ დღეს მე თქვენთვის ამდენი სათქმელი დამიგროვდა“,- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები