ცოტნე გამსახურდიას ექიმი: ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება
“ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის” ექიმის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. მისი თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ რჩება.
“პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმე რჩება. საკონტროლო გამოკვლევებში რაიმე ტიპის ცვლილებები ნანახი არ იქნა, შესაბამისად, დღეისათვის მკურნალობის მოცულობა უცვლელი რჩება. რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ”, – განაცხადა ექიმმა.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.