“შევუდექი იმ საქმიანობას, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს”- ირინა მიქავას სახელოსნოდ ქცეული ავტოფარეხი

მუყაოს ქაღალდი, პაპიამაში (წყალთან ერთად დაბლენდერებული მუყაოს ქაღალდი), PVA წებო, აკვარელის საღებავი, ფუნჯი, მაკრატელი და საკანცელარიო დანა – ეს ის მასალებია, რითაც პროფესიით სამართალმცოდნე ირინა მიქავა საახალწლო ნივთებს სახელოსნოდ ქცეულ ავტოფარეხში ამზადებს და შემდეგ ყიდის.

საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. ხელნაკეთი ნაძვის ხეების, სათამაშოების შემდეგ, წელს მსურველებს საახალწლო ქოხებსაც სთავაზობს და ამბობს, რომ ნივთის დასამზადებლად მხოლოდ ბუნებრივ მასალებს იყენებს.

“13 წლის ვიყავი როცა სოხუმიდან წამოვედით. მოგეხსენებათ, მაშინ მძიმე სოციალური ფონი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე გავაგრძელე, თუმცა პროფესიით არასდროს მიმუშავია. შემდეგ ოჯახი შევქმენი და მყავს ორი შვილი, რომლებიც ნივთების შექმნაში მეხმარებიან. შეიძლება ითქვას, ეს ოჯახის ბიზნესია და შემოსავლის წყარო. მოგეხსენებათ, ფართის ქირაობა ძალიან ძვირია, ამიტომ საკუთარი ავტოფარეხი სახელოსნოდ გადავაკეთე და შევუდექი იმ საქმიანობას, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან ბევრი შეკვეთები მაქვს და ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო,”-აცხადებს ირინა მიქავა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები