„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – ინგლისურენოვანი გამოცემა მსოფლიოს ყველა დიდი ქვეყნის ბიბლიოთეკაში დაიდება

 მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემის  – „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – წარდგენა გაიმართა.
გამოცემა წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს. მათ შორისაა „დიდგორის“ სხვადასხვა წლის არაერთი ჩანაწერი.
წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის პრეზიდენტს, ფრენკ კოლუმბუსს და მის მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. მათ 2010 წელს ამ იდეის განხორციელება სთხოვეს ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს, ეთნომუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს და გამოცემის ხარჯი თავად უზრუნველყვეს. პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნას და სხვ.
ანზორ ერქომაიშვილის თქმით, ინგლისურენოვანი ნაშრომი მსოფლიოს ყველა დიდ ქვეყანაში, ყველა ბიბლიოთეკაში, უნივერსიტეტებსა და არქივებში დაიდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები