ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კომპლექსური რეაბილიტაცია დასრულდა

ფონდ „ქართუსა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კომპლექსური რეაბილიტაცია დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მოამზადა.
ბაღის ტერიტორიაზე განახლდა არსებული შენობები, მოეწყო სასეირნო ბილიკები, ხელოვნური ტბა, ჰერბარიუმი. ბაღს დაემატა მცენარეთა ახალი ჯიშები.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, რეაბილიტაციის პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სხვა 4 ისტორიულ ბაღთან ერთად, ჩაერთო ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო 2019 წელს შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები