თამილა ლაფანაშვილი: საამაყოა, რომ არსებობს ხალხის იმედი, დიდი მადლობა ყველას

“ყველას ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საამაყოა, რომ ხალხის იმედი გაქვს ცხოვრებაში და მინდა მადლობა, გადავუხადო სახელმწიფო ორგანოებს, ყველა სახელისუფლებო რგოლს, რომელიც იყო ჩართული”,-ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.
„ძალიან ემოციურია და მართლა შოკივით იყო, რომ გავიგეთ ეს ამბავი, გადარეული ვართ სიხარულით. მეორე, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, სახელობითად რომ ჩამოვთვალო, აუცილებლად ვიღაც გამომრჩება, რადგან უამრავი ხალხი იყო ამაში ჩართული და სულ ყველას ძალიან დიდი მადლობა, აქ დამსწრეებს, ვინც აქ დაგვხვდნენ, ვინც გაგვაგებინა, ვინც უბრალოდ გვგულშემატკივრობდა ჩვენ“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
​შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები