ეუთო-ს გენერალური მდივანი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმება

ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
​„მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მომავალში მსგავსი დაკავებები აღარ უნდა მოხდეს და ნებისმიერ დროს თითოეული ადამიანისთვის თავისუფალი გადაადგილება გარანტირებული უნდა იყოს“, – აცხადებს ეუთო-ს გენერალური მდივანი.
​შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები