გიორგი ვაშაძე: ყველას ვულოცავ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, მან ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი და ღირსება

ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საზოგადოებას და პირადად, ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოცავს. როგორც მან აღნიშნა, ექიმმა ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი და ღირსება.
„ვულოცავ პირადად ვაჟა გაფრინდაშვილს, მის ოჯახს. ვულოცავ ყველა ადამიანს, ვინც მხარს უჭერდა და გულშემატკივრობდა ამ ადამიანს და უნდა გვესმოდეს, რომ მან მართლაც გმირული საქციელი ჩაიდინა და ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი და ღირსება.
აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ იგივე რამ არ მოხდეს, რომ ისევ იმ საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ, გაიტაცონ ჩვენი მოქალაქე და ფიზიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ის. მე აქ მეშინია ყველაზე მეტად, რადგან ჩაივლის ხოლმე რამდენიმე დღე და მერე ისევ ტრიალდება ასეთი პრობლემები. ამას სჭირდება მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები, რომ არ იყოს სისტემური ადამიანების გატაცება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
​შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები